თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3-ის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, კაკაბაძის, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, სიხარულიძის, გარიყულის და თიანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია  მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე,  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები