როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

​საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 11 მარტის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 19-დან 24 გრადუსამდე გათბება. შესაძლოა, ზოგან გაძლიერდეს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ნისლი და ღრუბლიანი ამინდი, თუმცა უნალექოდ. რაც შეეხება ტემპერატურას, ჰაერი 13-18 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები