დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე ოფიციალურად დასვენების დღედააა გამოცხადებული.
ქალთა დღესასწაული, თავდაპირველად, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. 1889 წელს გამართულ მეორე ინტერნაციონალურ ყრილობაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი – კლარა ცეტკინი, მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის მიზნით, მსოფლიოს ქალების გაერთიანების წინადადებით გამოვიდა.
1907 წელს შტუტგარდში, კლარა ცეტკინის ინიციატივით, “სოციალისტ” ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ქალთა მოძრაობის კოორდინირების მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. შტაბ-ბინა შტუტგარდში შეირჩა. ორგანიზაციის წევრებმა თავი ფემინისტებად გამოაცხადეს და სპეციალური ჟურნალის გამოცემაც დაიწყეს.
1910 წლის 8 მარტს, ქალაქ კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა. კლარა ცეტკინი ინიციატივით გამოვიდა, ამ დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობის დღე აღნიშნულიყო. 1911 წელს ქალთა დღესასწაული პირველად ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში აღინიშნა.
8 მარტს საქართველოშიც აღნიშნავენ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები