მეცნიერები მარსზე საკვები პროდუქტების მოყვანას აპირებენ
„ნასას“ მეცნიერები ისეთი ტექნოლოგიების შექმნას აპირებენ, რომლის მეშვეობითაც მარსზე საკვები პროდუქტების მოყვანა გახდება შესაძლებელი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პლანეტაზე ტვირთების გაგზავნას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, ხოლო პროექტი 15 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.
ახალი სისტემა „აზოტის დაგროვების“ ტექნოლოგიაზე იქნება დამყარებული. აზოტის მიღება მარსის ატმოსფეროდან მოხდება.
თავდაპირველად, სპეციალისტები კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების მოყვანით იქნებიან დაკავებული. ასე მაგალითად, მცენარეების მოყვანის დროს, სპეციალური დახშული სტრუქტურები იქნება გამოყენებული, რაც მნიშვნელოვანი ორგანული ელემენტების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.