სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე თანამშრომლები გაიფიცნენ. სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები ხელფასის დროულად მიღების, ანაზღაურების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს დილიდან გაიფიცნენ.
მათი თქმით, იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირედი ნაწილი დაერიცხათ. ამასთან, ისინი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასაც მოითხოვენ.
სამშენებლო კომპანია „ალტკომის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვრის ხელფასი უკვე გაიცა და დარჩენილი ანაზღაურებაც მალე გაიცემა. მათივე მტკიცებით, დასაქმებულებთან ხელშეკრულებები დადებულია და სამუშაო პირობებიც შესაბამისია.
ამ წუთებში კი კომპანიის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები