„ჩვენს ქვეყანას დიდ სატკივრად და წყევლადაც, თავად ქვეყნის პრეზიდენტი ექცა“

 საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს.
“გლახის ამბავი, ანუ რატომ გვყავს პრეზიდენტად მამალი ნაციონალი?!
ამაზეა ნათქვამი, სიზმარი ცხადად აუხდაო…. ერთ მშვენიერ დღესაც, ეს თმაგაბურძგნული ტიპი, ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას შეუდგა და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო… ბიძინა ივანიშვილი მას ყველგან ხელჩაკიდებულს დაატარებდა და ხალხს ლამის ემუდარებოდა, ამ კაცს თუ მისცემთ ხმას, ჩავთვლი რომ მე მომეცით ხმაო… ასე, რის ვაი-ვაგლახით და საკუთარი ზურგით ათრია ბიძინა ივანიშვილმა, ეს “მცირეწონიანი ტვირთი” და გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა! როგორც კი გახდა პრეზიდენტი, ეს ბულკივით ბიჭი, უცებ შეიცვალა, დაუმორჩილებელი და ხისტი გახდა… ჯერ იყო და, ფეხები აბაკუნა, იმ სასახლეში არ გადავალ სამუშაოდ, სადაც სააკაშვილი ხალხს აწამებდა და შავ-ბნელ საქმეებს ატრიალებდაო… ამაზე მთელი წიოკი ატეხა, მე სხვის ჭკუაზე არ ვივლი და მე ჩემი პრინციპები მაქვსო… ამას ისეთი რიხით ამბობდა, თითქოს წინაასაარჩევნოდ, კრავის იმიჯითა და დაჩმორებული სახით, ჩვენ დავყვებოდით ფეხდაფეხ ბიძინა ივანიშვილს და არა თვითონ, -გიორგი მარგველაშვილი! ამის შემდეგ, აუშენეს მას სპეც-სასახლე, რომელიც რეალურად, მარგველაშვილის შესაძლებლობის გაბარიტებზე იყო გათვლილი და მარგველაანთ ბიჭი ავარდა… ეს ვის აკადრეთო და ათონელზე აგებულ პრეზიდენტის სასახლეში, არ გადაბრძანდა, განაცხადა, არ მინდა და არ გადავალო… მოკლედ, ჩვენს ქვეყანას დიდ სატკივრად და წყევლადაც, თავად ქვეყნის პრეზიდენტი ექცა, გიორგი მარგველაშვილმა მთელი არასერიოზულობითა და სამარცხვინო ქმედებებით, ხშირად პრეზიდენტისთვის შეუფერებელი საქციელით დაგვამახსოვრა თავი და ხალხში მისი რეიტინგი ნულს გაუტოლდა… ამას ისიც დაემატა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ქვეყნისათვის საზიანო ქმედებები განახორციელა და რამდენიმე სერიოზულ კანონპროექტს, რამდენჯერმე ვეტო დაადო…
მარგელაშვილმა ძალაუფლების ხიბლში ნებივრობა დაიწყო და პრეზიდენტის რეზიდენცია, ლამის “ვეტოების” ყიდვა-გაყიდვის ბუდედ გადააქცია. ამასობაში, პრეზიდენტთან ნაციონალებმა სიარულს მოუხშირეს… “ვეტოს ტალკუჩკა” იგივე პრეზიდენტის სასახლე, არასაიმედო პოლიტიკური ძალების სავანედ და თავშესაფრად იქცა… ესეც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და მარგველაშვილი ნაციონალებთან კავშირში ღიად დაადანაშაულეს… ამის შესახებ, არასამთავრობოებიც და მედიაც აქტიურად ალაპარაკდა…
პრეზიდენტის პოზიცია, სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში, არასახელწიფოებრივ პოზიციად გამოჩნდა და ამის მიზეზად, მისი ტენდენციური პოზიცია გახდა „რუსთავი 2“-ის პროცესებთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა და არა კერძო პირთა, – მფლობელთა მიმართ სამართლიანობის აღდგენა. არადა, პრეზიდენტმა ამ განცხადებით, კონსტიტუცია დაარღვია… ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რომ არ უნდა შეწყვიტოს, ეს გასაგებია, მაგრამ უკანონოდ წართმეული კერძო საკუთრება რომ უნდა დაუბრუნდეს მეპატრონეს, ამის შესახებ კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია ბატონო პრეზიდენტო! თქვენ ისე ცუდად მოიქეცით “იმედის” პირდაპირ ეთერში და იმდენად გაურკვეველი იყო თქვენი პოზიცია ბატონო პრეზიდენტო, რომ მართალი გითხრათ, მე შემრცხვა თქვენს მაგივრად!
მუდამ მაწუხებს ერთი კითხვა და (არა მარტო მე) ახლაც გავიმეორებ, ნეტავ ვინ დაგვწყევლა ასე სასტიკად და ვინ ურჩია ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი გამოგადგებათო?… სანამ ამ სტატუსს დავწერდი გავიკითხ-გამოვიკითხე და გავარკვიე…ბიძინა ივანიშვილს, თურმე გია ხუხაშვილმა ურჩია გიორგი მარგველაშვილი გამოდგება ქვეყნის პრეზიდენტადო… მოკლედ, ერთმა წვერგაუპარსავმა და ნაციონალებთან კუდგასკვნილმა, ყველაფრის მკადრებელმა გია ხუხაშვილმა, ბიძინა ივანიშვილს მეორე წვერგაუპარსავი “ალაო” ტიპი გიორგი მარგველაშვილი გააცნო და ის, პრეზიდენტობის კანდიდატად შეასაღა… მერე, ეს შემოსაღებული, ჩვენ, სრულიად საქართველოს შემოგვეჩეჩა და კი ვართ, მას შემდეგ ამ ბედოვლათი პრეზიდენტის ხელში, გამოშტერებულ-გამოლენჩებულ-გამოკვირვებულები! ეს ორი მამალი ნაციონალი, გია ხუხაშვილი და გიორგი მარგველაშვილიც, ქვეყნის მტრებთან ერთად სიამტკბილობასა და კოჰაბიტაციაში ატარებენ დროს, ამასობაში კი, სრულიად ერი და სრულიად საქართველო, ამ პოლიტიკური სიმახინჯეებით, უკვე დაავადმყოფდა.
მდგომარეობა, მართლა ძალიან რთულია, ქვეყნის სათავეში გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სულით ხორცამდე ნაციონალია და არსაიდან არ ჩანს საშველი, რომ ეს კაცი ჩამოშორდეს თანამდებობას…არადა კითხვა, ვინ მოიყვანა და რატომ, ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე, პრაქტიკულად პასუხგაუცემელია, … გამოსავალი კი შემდეგში მდგომარებს და მარტივია. ნათქვამია, ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოსო… ხოდა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მოიყვანა თავისი ავტორიტეტით გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად, ისე მოგვაშოროს!”-წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები