8 მარტს KOKA & T.BLUES MOB-ის კონცერტი გაიმართება
8 მარტს, 21:00 საათზე, „ზაზანოვაში“ KOKA & T.BLUES MOB-ის კონცერტი: International Women & Blues Day!გაიმართება.
„8 მარტი არა მხოლოდ ქალთა საერთაშორისო დღეა, არამედ ბლუზის საერთაშორისო დღეც! BLUES & WOMEN – ამ სიტყვების ერთობას შეუძლია აღაფრთოვანოს ნებისმიერი გემოვნებიანი ადამიანი“… – აღნიშნულია KOKA & T.BLUES MOB-ის ფეისბუქის გვერდზე.
კოკა ცქიტიშვილს N1 ქართველ ბლუზმენს უწოდებენ, მან 1998 წელს საქართველოში ჯგუფი Koka & T. Blues Mob დააარსა. ბენდის რეპერტუარი მოიცავს ბლუზის, როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებს, საკუთარ იმპროვიზაციულ ვერსიებს. ბენდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ტაილანდი, რუსეთი, ნორვეგია, ესპანეთი… 2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრია.