პრეზიდენტი: ჩემნაირი ისტორია სააკაშვილთან დაპირისპირების ოცნებაში არავის აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, “იმედის დროში” მასსა და “ქართულ ოცნებას” შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
“მეტოქედ არავის მივიჩნევ, არც კვირიკაშვილს და არც კობახიძეს. ვფიქრობ, რომ პარტნიორობის ნაკლებობაა და არა მეტოქეობის. არცერთ მომენტში არ მქონია მათთან დაპირისპირების განცდა,”  – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
მარგველაშვილმა მის მიმართ “ოცნების” ბრალდებები გაიხსენა, როდესაც კოალიცია პრეზიდენტს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებდა.
“ოცნება მეუბნებოდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვიყავი კოორდინირებული. ჩემნაირი ისტორია სააკაშვილთან დაპირისპირების ოცნებაში არავის აქვს. “ნაციონალურ მოძრაობას” ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნესს აკეთებდა და ზოგიც “ნაციონალური მოძრაობის” ელიტაში იჯდა. და დღესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ქართული ოცნების” ელიტაში სხედან. ეს ხალხი მეუბნებოდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვარ შეკრული. ასე, რომ მედიის მეშვეობით საზოგადოებას ძალიან ბევრ მოგონილ რამეს აწოდებდნენ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “იმედის დროს” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები