ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოდის

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას.
სებასტიან კურცი ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების განთავსებას საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებში სთავაზობს.
ამის შესახებ სებასტიან კურცმა bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ჩვენ გვჭირდება ცენტრები ლტოლვილებისთვის ევროკავშირის გარეთ, რომლებიც ლტოლვილების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარიატთან ერთად იფუნქციონირებს. კონკრეტულად სად განთავსება ასეთი ცენტრები, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. ასეთი ობიექტები შეიძლება განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები”,- განაცხადა სებასტიან კურცმა.
სებასტიან კურცი თებერვლის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები