მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას არ გამორიცხავს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სპეკულაციების გამო შესაძლოა პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი გზით მოხდეს.
როგორც მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მომხრეებს პატივს სცემს და სწორედ ამიტომ იყო განხილული მთავარი პოლიტიკური ძალისგან საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება.
“ჩვენს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ თუ აზრი დაკარგა და მაინც უნდა მოყვეს პოლიტიკური სპეკულაციები, ბარემ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც იურიდიულად გამართულია, რაც საპარლამენტო მოწყობის წმინდა წესიდან გამომდინარეობს და ეს არავინ არ უნდა მიიღოს ისე, თითქოს ჩვენ ვიღაცას გავუბრაზდით. აქ საუბარია, იმაზე, რომ ჩვენ ყველა ადამიანის აზრს ვუფრთხილდებით, კერძოდ, პრეზიდენტის მომხრეებს. ამიტომ ვთქვით, რომ შემდეგი არჩევნები პირდაპირი წესით იქნება. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა აზრი მაინც დაკარგა. კიდევ ვიმეორებ, თუ ამას პოლიტიკური სპეკულაციები უნდა მოყვეს, პირდაპირ იმ გზაზე გადავალთ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა”, – განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არაკორექტული განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტის სპიკერი მომავალი წლისთვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებზე გადასვლას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები