დავით ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არაა მთავრობის მეთაური, მაგრამ უნდა შეუნარჩუნდეს გარკვეული უფლებები
“პრეზიდენტი არის გარკვეულწილად დამბალანსებელი, ამიტომ უნდა შეუნარჩუნდეს გარკვეული უფლებები”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისი საკრებულოს წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი თვლის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი გარკვეული უფლებამოსილებებით უნდა არსებობდეს .
„არსებულ ვითარებაში, პრეზიდენტს რა უფლებებიც აქვს, იმასაც თუ ჩამოვართმევთ, მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას, პრეზიდენტი არაა მთავრობის მეთაური, მაგრამ მას უნდა შევუნარჩუნოთ ის უფლებები, რაც გააჩნია, რადგან პრეზიდენტი, გარკვეულწილად, არის რაღაც საკითხების დამბალანსებელი“, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.