დავით ზურაბიშვილი: მოსმენების კანონპროექტს ვეტო უნდა დაედოს

“რა კანონიც მიიღეს მოსმენებთან, ესაა უკანონობის დაკანონება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი თვლის, რომ კანონპროექტი უკანონო მოსმენების საშუალებას იძლევა და საჭიროა, მას ვეტო დაედოს.
„არსებობს საზოგადოებაში არცთუ უსაფუძვლო განწყობა, რომ პირად ცხოვრებას შეიძლება შეეხოს ვინმე. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია საშუალებას იძლევა, დაკანონდეს უკანონო მოსმენები, რადგან ამაზე წვდომა ისევ ძალოვან უწყებებს აქვთ. მე მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები