“საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს”

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორი მიხეილ მირზიაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას დადებითად აფასებს.
სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის აზრით, ვიზალიბერალიზაციას არამხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
“მას ორი მნიშვნელობა აქვს – ერთი პოლიტიკური, რითაც ხაზი ესმება სააქრთველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესს. მეორეა პრაქტიკული მნიშვნელობა. 2014 წელს ხელი მოაეწერა ასცორების ხელშეკრულებას, რომლის მთავრი თემა არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება. ბუნებრივია, როცა საუბარია ბიზნესის განვითრებაზე, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისუფლად იმოგზაურონ ევროკავშირის ტერიტორიაზე”, – აცხადებს მირზიაშვილი “პირველთან” საუბარში.
მისივე თქმით, ის ხელს შეუწყობს ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.
დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ხელი მოეწერა.
რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2 თებერვლას მიიღო, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისა და მოკლევადიანი პერიოდით დარჩენის საშუალება ექნებათ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისი აკმაყოფილებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმს და აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ამგვარი კრიტერიუმების, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, უწყვეტ შესრულებას კომისია სათანადოდ გაუწევს მონიტორინგს.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.
ვიზალიბერალიზაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიული პასპორტს, საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური და არა სამუშაო მიზნით, უფლება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში 180-დღიანი ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები