სსფ–ს შეფასებას დეპუტატი მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მიერ, ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებას მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებს.
კოვზანაძის თქმით, ეს არის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დამსახურება.
“ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ სწორი ნაბიჯის, რომელსაც საქართველოს მთავრობა დღეს იღებს. დასტური იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. სავალუტო ფონდმა მოიწონა მთავრობის სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში, მთავრობის ეკონომიკური პროგრამის მხარდასაჭერად ინიცირებული იქნება ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას. ამ ფარგლებში, სავალუტო ფონდი უზრუნველყოფს 285-მილიონიანი ტრანშის გადმორიცხვას, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ბანკის რეზერვების მხარდასაჭერად”,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
სსფ–მ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 1992 წლის 5 მაისიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები