სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივს ადანაშაულებენ

სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. დაკარგული ბავშვის მშობლების მტკიცებით, მათი შვილი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოკლა, შემდეგ კი მდინარე ტეხურაში გადააგდო. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ამ წუთებში ოჯახის წევრები და ნათესავები მდინარე ტეხურის ხიდზე იმყოფებიან, სამაშველო ბრიგადები კი სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც უწყების ინფორმაციით, შემთხვევისას მდინარესთან იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ საქმე დაუხმარებლობის (129-ე) მუხლითაა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები