უმრავლესობის დეპუტატს 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი აქვს

პარლამენტარი კახა ოქრიაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ს მიაღწევს.
საუბარში უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის კარგი ტენდენციაა.
“ძალიან გამახარა ექსპორტის მკვეთრმა ზრდამ. სავარაუდოდ, ლარის კურსის გამყარება და ტურისტული ნაკადის გაზრდაც ამასთან არის დაკავშირებული. მთავარი არის ტენდენციები და ეს მზარდი ტენდენცია ბიზნესთან მიმართებაში მთავრობის სწორი პოლიტიკაა, თუმცა ჩვენ თვითკმაყოფილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დიდი გამარჯვებისთვის ჩვენ პატარ-პატარა გამარჯვებები გვჭირდება. მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს 5 კი არა 7%-იან ზრდაზე გავა ჩვენი ქვეყანა, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ჩვენ სხვა დონეზე გადავალთ. მე ვერ გეტყვით, რომ ეს ერთ წელში მოხდება, თუმცა გასატარებელია რეფორმები. პირველი რეფორმა, რაც უკვე გატარდა, სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის სწორი პოლიტიკაა. ბიზნესი აღარ არის წნეხის ქვეშ. ახლა უნდა მოიხსნას ბანკებსა და ბიზნეს შორის არსებული კონფლიქტი, ასევე ონლაინსესხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არის მისაღები”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები