ირაკლი კობახიძე : კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა, დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით

“კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა, დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ყველა იმ მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, რომელიც წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფში.
”სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ძალიან დიდი მუშაობა, რადგან შემოთავაზების რაოდენობა არის დიდი და ბუნებრივია, ყველა ერთად რომ აგვესახა ახალ რედაქციაში, თუნდაც ალტერნატივების სახით, გავიდოდით დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე. აქედან გამომდინარე, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ყველა იმ მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, რომელიც წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფში, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია, მივუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიაზროთ თითოეული მუხლი, კონსტიტუციის იმ თავებისა, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები