პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა, კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა, კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ამის თაობაზე მოსაზრება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში გამოითქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, საუბარია იმაზე, თუ რაზე შეიძლება გავრცელდეს კონტრასიგნაციის პრინციპი.
“საუბარია იმაზე, თუ რაზე შეიძლება გავრცელდეს კონტრასიგნაციის პრინციპი – ანუ ის, რაც არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია, სწორად დავინახოთ. ჩვენ უფლებების ჭრილში სისტემურად ვუყურებთ საკითხს. როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში იყო თავსებადი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და მთავრობის მეთაურია პრემიერი, უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის განაწილების სისტემაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირების შეტანა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები