ზვიად ძიძიგური: საკონსტიტუციო კომისიის პირველივე სხდომაზე გაცხადდა, რომ მივდივართ საპარლამენტო წყობისკენ

“საპარლამენტო წყობის დროს, პრეზიდენტი ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფალი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ძიძიგურს მიაჩნია, რომ ოპოზიცია თემით სპეკულირებს და ცვლილებები, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ვადის ამოწურვამდე არ განხორციელდება.
„საკონსტიტუციო კომისიის პირველივე სხდომაზე გაცხადდა, რომ მივდივართ საპარლამენტო წყობისკენ. კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ წერია ბუნდოვნად, ნაპოლეონი როცა უკვეთავდა კონსტიტუციას უთხრა: “უნდა დაწეროთ მოკლედ და ბუნდოვნად”, ამიტომ კონსტიტუციაში არ უნდა იყოს ბუნდოვანი და არამკაფიო ფორმულირებები, თუ არ აპირებ ქვეყნის უზურპაციას. კონსტიტუციის სრულყოფილი ვერსია გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, რომელიც იქნება მთავრი ექსპერტი. ბევრი სპეკულირებს ამ თემით, თითქოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს პრეზიდენტ მარგველაშვილის უფლებების შეზღუდვას, რაც არასწორია, რადგან ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, მოხერდება მარგველაშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები