ზვიად ძიძიგური: მოსმენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის პრეტენზიები სრულიად გაუგებარია

“მოსმენების კომისიის თავმჯდომარეს კომისია წარადგენს და არა უშიშროების სამსახური”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების პრეტენზიები დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა განაცხადა, მოსმენების კანონთან მიმართებაში დღემდე რეგულაცია არ ყოფილია.
„როცა ჩვენ დარეგულირება დავიწყეთ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ გამოვნახეთ შუალედი, რომ არც ადამიანის უფლებები დაირღვეს და არც ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგეს ზიანი. სრულიად გაუგებარია მოსმენებთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიები. მე ვფიქრობ, რომ კანონის ასეთი ვარიანტით ჩვენ ეს ამოცანა გადავჭერით,ახლა იმუქრება ოპოზიცია, რომ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოშიო იჩივლებს, ველოდებით პრეზიდენტის ვეტოსაც, თუმცა საინტერესოა მისი მოსაზრებებიც“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები