დღეს ფოთის თეატრში სპექტაკლ „დიქტატურის“ პრემიერა გაიმართება

28 თებერვალს, 19:00 საათზე, ფოთის თეატრში ბასა ჯანიკაშვილის პიესის „დიქტატურის“ პრემიერაა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი სურმავა, ჯანო იზორია, გუჯა ქარაია, ნინო პაჭკორია, გენა შონია, ფატიმა აბრახამია.
რეჟისორი: დავით მღებრიშვილი, სცენოგრაფია: თამარ ოხიკიანი, ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა.
პროკურორი, მოსამართლე, ჟურნალისტი, ლამარა და ბუზი –  ერთი რიგითი და კანონმორჩილი პროკურორის კაბინეტში დიდი ამბები ხდება: უცოდველობისაგან დამძიმებული ადამიანების კათარზისი, შიშის ზეობა და ჯერ არ დაშვებული დანაშაულებისთვის თვითგვემა. პერსონაჟები შიშისაგან იტანჯებიან და ერთადერთ გამოსავალს დანაშაულის გრძნობაში ერთგვარ თვითიძულებით კათარზისში ეძებენ. კათარზისი ჯერ მისაღწევია და იმ მიზანს მოქმედი პირები თავისუფლების ნებაყოფლობით შეზღუდვაში ხედავენ…
პიესა BBC ის რადიოპიესების 2009 წლის კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები