ავიაკომპანია “Georgian Airways” ფრენებს ლიბანის მიმართულებით იწყებს

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ბეირუთი-თბილისი საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაგადამზიდველს ახალ მიმართულებაზე ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიენიჭა.
ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს “Georgian Airways” ორი ჩარტერული რეისის (13 და 17 აპრილი 2017 წ.)
განხორციელებით იწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შეასრულებს:
27 ივნისიდან – 13 სექტემბრის ჩათვლით: კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს;
29 ივლისიდან – 3 სექტემბრამდე შუალედში: კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები