პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა

პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაინიშნა. ამის შესახებ მამა გიორგიმ „კვირის მოამბეში“ განაცხადა. „ბატონი სოსო ოხანაშვილი წლების განმავლობაში იყო პატრიარქის დაცვის უფროსი და ასრულებდა ამ მოვალეობას, იცავდა პატრიარქის უსაფრთხოებას. დღეს, პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშნულია ზურაბ ბუჩუკური“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები