ილია მეორე: ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში ადამიანი თვითონ სჯის საკუთარ თავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ, დღეს, პირველად მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში ადამიანი თვითონ სჯის საკუთარ თავს“, – ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.
მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, შენდობის კვირას აღნიშნავს. ხვალიდან კი მორწმუნეებისთვის სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გახსნილდება.
პატრიარქთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში დღეს არ ყოფილა სოსო ოხანაშვილი. თუმცა მის უსაფრთხოებას კვლავ იცავენ დაცვის ძველი წევრები. სამების საკათედრო ტაძარში იყო ზურაბ ბუჩუკური რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უწმინდესის დაცვის ახალი ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები