პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
პატრიარქი ტაძარში შენდობის წესს აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. ილია მეორე შენდობის კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. საკვირაო წირვაზე მოლოდინის მიუხედავად, პატრიარქი დილით არ იმყოფებოდა. საღმრთო ლიტურგიას სამებაში მღვდელმთავრები უძღვებოდნენ. მოგვიანებით პატრიარქის ექიმმა განაცხადა, რომ ილია მეორის დილით ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე, თუმცა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები