ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

 09:15 საათზე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა. კონგრესმენების ვიზიტის მიზანია, მიიღონ ინფორმაცია  თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმების შესახებ.
ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად მიაწვდის ინფორმაციას, საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესის შესახებ.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი სმიტი ამერიკელ სტუმრებს თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის მიმართულებებს გააცნობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია კომენტარები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები