„ბილოქსი ბლუზის“ პრემიერა გაიმართება

25-28 თებერვალს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერაა. ნილ საიმონის „ბილოქსი ბლუზი“ დაიდგმება.16711514_726505237527276_4489842142275608502_n როგორც „კვირას“ თეატრში განცხადეს, ეს არის სამხედრო ამბავი ორ ნაწილად.
თარგმანი ანა მირიანაშვილის;  დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი; მხატვარი ლომგულ მურუსიძე;
კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე; ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე; სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძის; რეჟისორის თანაშემწე თამაზ ქარაული.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: იუჯინ ჯერომი – ნიკა ნანიტაშვილი; როი სელრიჯი – გიორგი შავგულიძე;
გიორგი ოქრუაშვილი; ჯოზეფ ვიკოვსკი – შალვა ანთელავა; დონ ქარნი – გიორგი ჯიქურიძე; არნოლდ ეპშტეინი = ნიკოლოზ ფაიქრიძე;  სერჟანტი ტუმი – ვანო დუგლაძე; ირაკლი გოგოლაძე; ჯეიმს ჰენესი – გიორგი ყორღანაშვილი; თორნიკე ქინქლაძე; როენა – ნინო ანდრიაძე;  დეიზი-  მარიამ ხუხუნაიშვილი.
სპექტაკლის შესახებ:
„ბილოქსი ბლუზი“, ნილ საიმონის ნახევრად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და მწერლის ტრილოგიის, „ბრაიტონ ბიჩის მეომუარების“ მეორე ნაწილს წარმოადგენს. 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი – ყველა დროისთვის აქტუალურია. მათ მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვევენ. ფრონტის ხაზამდე, მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მომზადების კურსს გადიან. ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა და განცდა მოუწევთ. უპირველს ყოვლისა, რთული ხასიათის მქონე, მკაცრი სერჟანტის, მერვინ ტუმის ხელში, შემდეგ კი რეალური ფრონტის ხაზზე. უგემური საჭმელი, დისკომფორტი, დაძაბული სამხედრო რეჟიმი და ამ ფონზე აგებული ახალი ურთიერთობები, სანატრელი დასვენების დღეები, ქალის პირველი ალერსი და პირველი სიყვარულის თავბრუდამხვევი სიტკბოება – ასეთ გზას გადის პიესის მთავარი პერსონაჟი იუჯინ ჯერომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები