“ზოგიერთი პოზიტიური ტენდენციების და ფაქტების შესახებ” – გია ვოლსკი ვრცელ პოსტს აქვეყნებს

საპარლაამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი საგარეო და სასაშინაო მიმართულებებით ბოლო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ვოლსკი, მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციას ფარგლებში პრემიერი კვირიკაშვილის მიერ გამართული მრავალმხრივი შეხვედრების, ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა საკითხების შესახებ წერს.
„ისევ ზოგიერთი პოზიტიური ტენდენციების და ფაქტების შესახებ: . საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიუნხუენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციას ფარგლებში ჩაატარა მრავალმხრივი შეხვედრები. მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასა და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესთან.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მშრალ ხევზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ახალი ხიდი სატრანსპორტო ნაკადებს სრულად დააკმაყოფილებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 550 000 ლარით ფინანსდება. 2013-2016 წლებში რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების ფარგლებში 34 ახალი ხიდი აშენდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღში ადგილობრივები დასაქმდნენ. ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სესხი უკვე 93 ოჯახს დაუფარა.
. ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებული პრობლემების მოგვარებას. გამგეობამ, ამ ეტაპზე, ამხანაგობებში განსახორციელებელი 51 პროექტი 574 978 ლარით დააფინანსა. სხვადასხვა სახის სამუშაო 10 ობიექტზეა დაწყებული.
. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გიმოზგონჯილში ახალი საავტომობილო გზა შენდება, 2.4 კილომეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული“, – წერს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები