მამა შალვა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ

“მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა შალვა კეკელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განუცხადა.
„სასულიერო პირი ვარ, მე რომ დამაბრალონ მკვლელობა, როგორ შეიძლება, მე მდუმარება შევინარჩუნო?! როგორ შეიძლება მითხრან, რომ ითანამშრომლე გამოძიებასთანო? ამიტომ მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ მამა გიორგის. მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს?! ღმერთმა ყველაფერი იცის ჩემზე და რა სასჯელი უნდა მომისაჯონ იმაზე მეტი, რასაც მაბრალებენ, რითი უნდა დავისაჯო ადამიანურად ამაზე მეტად?! არ შეიძლება სახელმწიფომ ამით ეკლესიას ზიანი მიაყენოს და არც ის შეიძლება, რომ სახელმწიფოს მიყენდეს ამით ზიანი”, – განაცხადა მამა შალვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები