რამაზ საყვარელიძე: ქალბატონი შორენა ამაყი უნდა იყოს, რომ ერთგულებისთვის გაწირეს სასიკვდილოდ

“გაგწირონ იმის გამო, რომ ერთგული ხარ, ეს დიდი ხვედრია”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე განვითარებული მოვლენების დროს შორენა თეთრუაშვილის სახელის ხშირ ხსენებას პატრიარქის მიმართ მის ერთგულებას უკავშირებს. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებას ჰგავს.
„ფაქტია, რომ აქცენტი გააკეთეს ქალბატონ შორენაზე, ადამიანზე, რომელიც ამაყი უნდა იყოს, იმიტომ, რომ სასიკვდილოდ გაგწირონ იმის გამო, რომ ერთგული ხარ, ეს დიდი ხვედრია. თუ ქალბატონ შორენაზე იყო შეტევა, ეს იყო იმისთვის, რომ დასუსტებულიყო პატრიარქი. რამდენადაც მე ვიცი, იქ არ არის ერთ პირზე ლაპარაკი, იმ ჩანაწერში ბევრ ისეთ ადამიანს ემუქრება საფრთხე, რომლებიც პატრიარქის დამცველები არიან. ამ ყველაფერს პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების იერი აქვს. ღმერთმა ქნას, რომ სურათი აღმოჩნდეს უფრო მშვიდობიანი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აქ მშვიდობიანი განზრახვა ჰქონოდა ვინმეს“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები