მამა შალვა: თუნდაც მამა გიორგი დამნაშავე იყოს, ეკლესიისთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ უნდა გაცხადდეს ყველაფერი

“თუნდაც მამა გიორგი დამნაშავე იყოს, ეკლესიისთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ უნდა გაცხადდეს ყველაფერი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.
მამა შალვა მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, ამიტომაც მათ პასუხი უნდა მიიღონ.
„თუნდაც მამა გიორგი დამნაშავე იყოს, ეკლესიისთვის ეს მტკივნეული იქნება, მაგრამ უნდა გამოცხადდეს. ეკლესიას დასამალი არაფერი არ აქვს არავისთან. თუ ადამიანი დამანაშავეა, რაც გინდა ედებოდეს ბრალად, ეს უნდა ითქვას საჯაროდ და გაცხადდეს, რადგან საზოგადოებას დიდი ინტერესი აქვს და აინტერესებს რა ხდება ეკლესიაში”, – განაცხადა მამა შალვა კეკლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები