დავით მათიკაშვილი: ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ უნდა დადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ უნდა დადგეს.
როგორც მათიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, მთავარმა პროკურატურამ და სამართალდამცავმა სისტემამ ძალიან ეფექტურად იმუშავეს.
„აღკვეთილი იქნა დანაშაულის მცდელობა და ამიტომ მთავარი პროკურორის გადაყენების საკითხი არ უნდა დადგეს. გამოძიებას დაველოდოთ, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის პოსტიდან გადაყენებას და საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს, რათა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმე დროულად იქნეს გამოძიებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები