სააკაშვილს უკრაინაში, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქროს

უკრაინელმა უფლებადამცველმა, ოლეგ კურჩინმა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა “comments.ua” იუწყება.

კურჩინს სააკაშვილის გამონათქვამები მოჰყავს, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესებს ემუქრება. სააკაშვილის ეს განცხადებებია: „ოლიგარქიული მთავრობა“, „უკრაინის მთავრობას იმდენივე ჭკუა აქვს, რამდენიც აკვარიუმის თევზებს“, „ქვეყანა არ იმართება, ის ბედის ანაბარაა მიგდებული“, „ოდესაში ჩვენ პირველად გვყავს ადმინისტრაცია, რომელიც ქრთამს არ იღებს“.

ასევე, კურჩინი აცხადებს, რომ სააკაშვილმა უკრაინელ ბიზნესმენებს, კერძოდ, რინატ ახმეტოვს ოლიგარქი უწოდა და მისი დაპატიმრება მოითხოვა. იგივე განცხადებები მან სხვა ბიზნესმენების მისამართითაც გააკეთა.

უფლებადამცველს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ეს გამონათქვამები უკრაინის მოქალქეებს შორის ნაციონალური შუღლის გაღვივებას იწვევდა და მათ არსებული წყობის ძალადობრივი გზით შეცვლა შეიძლება მოჰყოლოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები