დემურ გიორხელიძე: ლარის კურსზე ნებისმიერი ნეგატიური განცხადება უარყოფითად მოქმედებს

“დღევანდელი ეროვნული ბანი არაფრით ეფექტური არაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ ბანკთან შედარებით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა, დემურ გიორხელიძემ განცხადა.
გიორხელიძე თვლის, რომ ქვეყანაში არ არის შექმნილი ეკონომიკის განვითარების ეფექტური გეგმა. მისივე განცხადებით, ლარზე გავლენას ნებისმიერი ნეგატიური განცხადება ახდენს. ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზემოქმედების გამოყოფა, გიორხელიძის ვარაუდით, ლარის კურსის ცვლილებაზე ეფექტურად არ აისახება.
„თუ ეროვნული ბანკი კანონის შესაბამისად იმოქმედებს, ნებისმიერი ვარიანტი ეფექტური იქნება, თუმცა მე ვთვლი, რომ დღევანდელი ეროვნული ბანკი არაფრით ეფექტური არაა „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ ბანკზე. ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ ის კეთდება პოლიტიკოსებისა და კომპეტენტური პირების მხრიდან“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკას ის ხელშემწყობი პირობები სჭირდება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ სურათს რეალურად შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები