დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა, დღეს საპატრიარქოში მიიყვანონ

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა, უახლოეს პერიოდში საქართველოს საპატრიარქოში გადაიყვანონ. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, უკვე რამდენიმე დღეა, გამოთქვამს სურვილს, შეხვდეს საქართველოს პატრიარქს და პირადად მიაწოდოს მას ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
შეხვედრას არ გამორიცხავს მისი ინტერესების დამცველიც.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გიორგი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შემდეგ, სრულად ეჭვქვეშ დადგება ბრალდების მიერ გახმაურებული ვერსია. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ჩვენების მისაცემად მზად არის.
„მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას და ის მზად, არის ჩვენება მისცეს. ჩვენ, შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს და უკვე სრულყოფილად დაიწყება მამა გიორგის დაკითხვა. წაყენებულ ბრალდებაში, რაც აქვს მამა გიორგის, იგი თავს უდანაშაულოდ  ცნობს და თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ აქ აღარ არსებობს დანაშაული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს, ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება, იმიტომ, რომ თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები