ორმა საწარმომ არარსებული ოპერაციებზე 1 809 915 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები გამოწერა

შემოსავლების სამსახურმა არარსებული ოპერაციებისთვის გამოწერილი 1 809 915 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები გამოავლინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორი კონკრეტული საწარმოს მიერ, ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. შესაბამისად, გამოიკვეთა პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტები, თუმცა ფიზიკურმა პირებმა უარყვეს სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტი.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოების მიერ, მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე ( ჯამში 217 ფიზიკურ პირზე), სხვა შემთხვევებშიც რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ, არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე. სულ გამოწერილია ჯამში 3232 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1 809 915 ლარი შეადგინა.
საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები