დედა ანისა: წმინდა სინოდი ან მეუფეები სად წაიღებენ იმ ქონებას?! ზოგი ხომ ქალწულ ბერად არის აღკვეცილი

„როგორ გგონიათ, რომელი – გინდ წმინდა სინოდი და გინდ მეუფეებიდან, სად წაიღებენ იმ ქონებას?! მათ ხომ არც შვილები ჰყავთ, ზოგი ხომ ქალწულ ბერად არის აღკვეცილი“, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დედა ანისია ბოლოთაშვილმა საპატრიარქოს ქონების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქოდან ამბის გამოტანის უფლება არავის აქვს.
“საპატრიარქოს საქმეში ჩახედვის და იქიდან ამბის გამოტანის უფლება არავის აქვს. იცით თქვენ, რომ ჩვენ არ ვერევით არავის საქმეში. როგორ გგონიათ, რომელი – გინდ წმინდა სინოდი და გინდ მეუფეებიდან, სად წაიღებენ იმ ქონებას?! მათ ხომ არც შვილები ჰყავთ, ზოგი ხომ ქალწულ ბერად არის აღკვეცილი. ჩემი ერთადერთი შვილი 17 წლის არც იყო, ბერად რომ წავიდა, ლოცვებში და მუხლმოდრეკილი, შრომაში, ჯაფაში გადიან, როგორ ფიქრობთ, სად უნდა წაიღონ ის ქონება?! ვისმე წაუღია, ჩემო გიორგი?! ვისმე თან წაუღია? არავის! ყველაფერი აქ რჩება. თუ ვინმე რამეს წაიღებს, როგორც იესო გაყიდა იუდამ, ისე იყიდება ის 30 ვერცხლად. ძალინ ძნელია ვინმეზე ცოდვის აღება, ეს დიდი ცოდვაა. ხალხი ცოდოა, სტრესშია და მრევლი გაოგნებული და განცვიფრებულია იმით, რასაც ისმენენ. როგორ ფიქრობთ, არ იცის ჩვენმა პატრიარქმა ვინ რას აკეთებს და რას ფიქრობს? ძალიან კარგად იცის!” – განაცხადა დედა ანასიამ.
დედა ანისამ გადაცემაში საპატრიარქოს მდივანზე, შორენა თეთრუაშვილზეც ისაუბრა.
“მე შორენა თეთრუაშვილს წლებია ვიცნობ. უანგაროდ ემსახურება საპატრიარქოს, თავისი ახალგაზრდობა შესწირა საპატრიარქოს. ამიტომ არავის განსაკითხველი და განსასჯელია არ არის. უფალი თვითონ განსჯის”,- ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დედა ანისია ბოლოთაშვილმა განაცხადა.
“ძალიან ძნელია თქმა, რომ ქალბატონი შორენა არის დაპირისპირების მთავარი მონაწილე. პატრიარქის გვერდით რომ არის, უანგაროდ ემსახურება. რასაც პატრიარქი კურთხევას მიცემს, მე მჯერა, რომ შორენა პატრიარქის გარეშე არ გადადგამს ერთ ნაბიჯს“, – აღნიშნა დედა ანისამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები