17-21 წლამდე ასაკის პირები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

პირადობის მოწმობას 17-დან 22 წლამდე მოქალაქეები და პირობით მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ. ინიციატივა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკუთვნის. აქცია 24 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება. დღეისათვის საქართველოში 17-დან 22 წლამდე 59 089 მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო პირობითი მსჯავრდებულების რაოდენობა კი 12 000-ს შეადგენს. პირადობის ახალი მოწმობისათვის განაცხადის გასაკეთებლად ორივე კატეგორიის წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. თბილისში განაცხადების მიღება წარმოებს დროებით სერვის-ცენტრებში, მისამართებზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი  (აღსრულების ეროვნული ბიურო); ვაჟა-ფშველას №1, (ეროვნული არქივი).
გასული წლიდან დღემდე, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პირადობის ახალი მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია უკვე სამჯერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს და პედაგოგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები