თამარ ჩუგოშვილი ე.წ ციანიდის საქმეზე: გარკვეული კონსპირაციული თეორიები გამოძიებას ხელს უშლის

“სხვადასხვა მხრიდან წამოსული გარკვეული კონსპირაციული თეორიები გამოძიებას ხელს უშლის”, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ე. წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ საგამოძიებო ორგანოებს ნდობა უნდა გამოუცხადოს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მამა გიორგის საქმე სწრაფად გაიხსნება.
„სხვადასხვა მხრიდან წამოსული გარკვეული კონსპირაციული თეორიები ვფიქრობ, რომ გამოძიებას ხელს უშლის. იმედი მაქვს, ისევე როგორც პატრიარქმა ახსენა, ყველას აქვს მოლოდინი, რომ მაქსიმალურად სწრაფად გაიხსნას პოტენციური დანაშაული და მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ საგამოძიებო ორგანოებს”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები