კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კვანტალიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯეფ ჯაკომინმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, რაც მოხმარდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას 2017-2019 წლებში. კერძოდ, მოხდება სახელფასო დანამატების გაცემა, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და აღდგენა, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი.
კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც ბუნების კონსერვაციაში, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის უკვე მესამედ მოხდა კავკასიის ბუნების ფონდის მიერ გრანტის გამოყოფა, მანამდე მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2011 და 2014 წლებში.
ამჟამად, საერთო ჯამში, კავკასიის ბუნების ფონდი ათი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები