სუს-ის უფროსი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მარიუს მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე  საქართველოსა და პოლონეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა  მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი  სამომავლო გეგმებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები