დეკანოზი გიორგი მამალაძე “ავერსის” კლინიკიდან ისევ ჩაფიძის გულის კლინიკაში დააბრუნეს

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე “ავერსის” კლინიკიდან ისევ ჩაფიძის გულის კლინიკაში დააბრუნეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ საღამოს ჩაფიძის გულის ცენტრიდან „ავერსის“ კლინიკაში დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
როგორც გუშინ ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფო უნგიაძემ განაცხადა, დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს.
კითხვაზე, როდის გაწერენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საავადმყოფოდან, ექიმი განმარტავს, რომ შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები