ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძისთვის ძალიან განსაცვიფრებელია ისეთი ბრალდების წაყენება, რომელიც მას ფიქრშიც არ გაუვლია

მამა გიორგი მამალაძისთვის ძალიან განსაცვიფრებელია ისეთი ბრალდების წაყენება, რომელიც მას ფიქრშიც არ გაუვლია, – ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დეკანოზმა მასთან შეხვედრისას ისეთ ნიუანსებზე ისუაბრა, რომ ანგარებით მკვლელობის მომზადებას აბსოლუტურად გამორიცხავს.
„მისთვის ძალიან განსაცვიფრებელია, რომ ბრალი აქვს წაყენებული მკვლელობის მომზადებისთვის, რომელიც მას ფიქრშიც კი არ გაუვლია. პირველად, შეხვედრის დროს, მან ისეთ ნიუანსებზე ილაპარაკა, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ანგარების მიზნით დანაშაულის მომზადებას. მითუმეტეს სულიერი სამყაროს წარმომადგენლებისთვის როგორებიც არიან მამაოები, ყველა ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი საგანძური და გასაფრთხილებელი რამ არის”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძის ინტერესებს ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რამდენიმე დღეა იცავს. მას გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები