გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე – „ეკლესია მხარეა და დეტალურ ინფორმაციას უნდა ფლობდეს”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში ეკლესია მხარეა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში” აღნიშნა, ეკლესია დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული გამოძების დეტალების შესახებ.
„გამოძიებაში ეკლესია ჩართული მხარეა . ეკლესია ბოლომდე უნდა იყოს ინფორმირებული საქმის ყველა დეტალზე. რა თქმა უნდა, ეკლესია გამოძიებას ვერ ჩაატარებს, მაგრამ ეკლესია დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული. ქართული მართლმადიდებლული ეკლესია არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული კონფესია, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის, ისეთ რანგშია, რომ მას კონსტიტუციური ადგილი აქვს მიჩენილი. შესაბამისად, როდესაც გამოძიება ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ეკლესიას დეტალურ ინფორმაციას უნდა იღებდეს ღიად და ფორმალური წყაროებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები