პრეზიდენტი: ამ დღეებში, სანამ პროკურორის განცხადება იქნებოდა, პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები

როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, უნდა აკეთებდე პოლიტიკურ განცხადებებს, ხოლო როდესაც შენ ხარ პროკურორი, უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, როგორიც არის პროკურატურის ფუნქციებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გადაცემა არჩევანში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ როცა სახელმწიფოში ხდება საქმიანობის და როლების არევა, შეცდომები გარდაუვალია. შეუძლებელია შეცდომა არ დაგემართოს, როდესაც ხდება როლების და ფუნქციების არევა. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ. თვისობრივად აღრეული იყო, ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანაში. სანამ პროკურორის განცხადება იქნებოდა, მთელმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები და ბუნებრივია, ამ ვითარებაში არსებობს ძალიან მარტივი წესები, რომელიც გამოგონილია იმისთვის, რომ სისტემამ იფუნქციონიროს ნორმალურად. როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, უნდა აკეთებდე პოლიტიკურ განცხადებებს, ხოლო როდესაც შენ ხარ პროკურორი, უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებეს, როგორიც არის პროკურატურის ფუნქციებში. არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს და ეს განცხადებები ბუნებრივია ძაბავს საზოგადოებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები