ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩქარობს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში შეცდომებს უშვებს

ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში შეცდომებს უშვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული მოქალაქე დაინტერესებულია სასიცოცხლოდ, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეს. პარლამენტის თავმჯდომარე ყველას ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.
”ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ისინი გარკვეულები რომ იყვნენ გამოძიების დეტალებში, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. არც მე ვარ გარკვეული დეტალებში, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მას შემდეგ, რაც გაირკვევა დეტალები, მაშინ უნდა გავაკეთოთ შეფასებები იმაზე, თუ ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო განცხადებებს. ვინ ჩქარობს და ვინ – არა.
სიჩქარე მხოლოდ ავნებს გამოძიებას. ნაჩქარევი განცხადებები არ არის სწორი. მოვუწოდებ ყველას, არ გააკეთონ ნაჩქარევი განცხადებები არც პროკურატურასთან და არც სხვა რამესთან მიმართებაში. მთავარია გაირკვეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ბოლომდე მივა გამოძიება, გვეცოდინება ყველაფერი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები