„როცა სახელმწიფოს მეთაური მტკიცებით ფორმაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ერთგვარ ზეწოლად შეიძლება იყოს აღქმული“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტი მამა გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
ბესელიას თქმით, პრეზიდენტის განცხადება შესაძლოა,  გამოძიებაზე ერთგვარ ზეწოლად ჩაითვალოს.
„როცა სახელმწიფოს მეთაური მტკიცებით ფორმაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ესეც ერთგვარ ზეწოლად შეიძლება იყოს აღქმული გამოძიებისა და შემფასებელი ორგანოსთვის. ამიტომ ყველა ის პირი, ვისაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობა აქვს, მტკიცებით ფორმაში შეფასებებს უნდა მოვერიდოთ. დაირღვა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ეს სასამართლომ უნდა თქვას. უდანაშაულობის პრეზუმფცია ეხება პირს. პრეზუმფციის პრინციპების დაცვა პირის მიმართ ხდება – პირი უდანაშაულოა იქამდე, ვიდრე მას დამნაშავედ სასამართლო არ ცნობს, მაგრამ ეს არ ვრცელდება ფაქტებსა და მოვლენებზე. იურისტებმა მაინც თუ არ განვასხვავეთ ეს ორი რამ ერთმანეთისგან, საზოგადოებას დავაბნევთ.
ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებით ფორმაში მოვლენებსა და ფაქტებზე, რა ინფორმაციაც არის, მაგრამ არავის უსაუბრია დაკავებული სასულიერო პირის დამნაშავეობაზე მტკიცებით ფორმაში. ეს ორი სხვადასხვა რაიმეა და ძალიან პრინციპულად ვითხოვ, რომ იყოს გამიჯნული“, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები