ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას უახლოეს დღეებში მისცემს

მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას უახლოეს დღეებში მისცემს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
რამიშვილის თქმით, დეკანოზმა გამოძიებას ჩვენება შესაძლოა ხვალაც მისცეს. როგორც ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას.
„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები