ეკა ბესელია: ე.წ. ციანიდის საქმეზე პრეზიდენტი და სახალხო დამცველი მხარე არ უნდა იყვნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში გარდა ბრალდებისა და დაცვის მხარისა, სხვა არ უნდა აღმოჩნდეს. ბესელიას განმარტებით, ამ პროცესში მხარეები არ უნდა იყვნენ, მათ შორის არც პრეზიდენტი და არც სახალხო დამცველი.
ბესელიას მიაჩნია, რომ მარგველაშვილი და ნანუაშვილი მხარეები არიან. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ გამოჩნდება, როგორც მხარე.
“მე ვისურვებ, რომ არავინ აღმოჩნდეს მხარე ამ საქმეში – არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, გარდა მართლაც მხარეებისა, არ უნდა იყოს მხარე. ეს ხელს უშლის პროცესს. არ შეიძლება ჩვენ ვიდგეთ რომელიმე მხარეს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ის, რომ სიმართლე დადგინდეს და გამოძიებას ხელოვნური ბარიერები მოვარიდოთ. ასეთი ბარიერები გაჩნდა პირველივე დღიდან. ძალიან საეჭვოა, რომ რომელიმე პირი, ეს იქნება საჯარო პირი თუ მედიასაშუალება, ჩნდება, როგორც მხარე პროცესში და ეს იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს. ეს აზიანებს პროცესს და ქმნის ბევრ კითხვას”, – განაცხადა ბესელიამ.
პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები