პრეზიდენტი დეკანოზზე: საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია

“მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია.
“ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე, ან სიმართლის თავისი ვერსია. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით, იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის და ადვოკატებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. აი ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, პატრიარქი ყველა რთული საკითხის განხილვაში ჩართულია. იგი სინოდის ყველა წევრისგან ინფორმაციას იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები